ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა გეიზენჰეიმის უნივერსიტეტში – 2023/24 სასწავლო წელი (მესამე განმეორებითი კონკურსი სტუდენტებისთვის)
04/12/2023
გეიზენჰეიმის უნივერსიტეტი (
Geisenheim University
) (გეიზენჰეიმი, გერმანია) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში მესამედ აცხადებს განმეორებით კონკურსს 2023-2024 აკადემიური წლისთვის (I-II სემესტრი).
შერჩევის პროცედურა:
ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 26.04.2023
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2023 წლის 27 აპრილამდე
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2023 წლის 28 აპრილამდე
გაცვლითი სტუდენტებისთვის სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ
აქ.
გეიზენჰეიმის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამები იხილეთ
აქ
.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია გეიზენჰეიმის უნივერსიტეტში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის საფეხურის 1 სტუდენტის მობილობა 10 თვის ხანგრძლივობით, 2023-2024 აკადემიურ წელს.
მიმართულება:
ინგლისურენოვანი ბაკალავრიატი – ღვინის ბიზნესი
,
მაგისტრატურა – ღვინის წარმოება
. აღსანიშნავია, რომ ინგლისურენოვანი სალექციო კურსები ტარდება მხოლოდ საშემოდგომო სემესტრში. მაგისტრატურის სტუდენტები მეორე სემესტრში გაივლიან პრაქტიკას.
სიახლეებში დაბრუნება