Erasmus+ გაცვლითი პროგრამა გრანადის უნივერსიტეტში – 2025-26 აკადემიური წლის II სემესტრი
Erasmus+ გაცვლითი პროგრამა გრანადის უნივერსიტეტში – 2025-26 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
გრანადის უნივერსიტეტი (
University of Granada – UGR
) (გრანადა, ესპანეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2025-2026 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.
შერჩევის პროცედურა:
დოქტორანტურის სტუდენტებისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 26.09.25.
უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 30.09.25.
საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 03.10.25.
გრანადის უნივერსიტეტში Erasmus+ მობილობასთან დაკავშირებით უფრო დეტალური ინფორმაცია იხილეთ
აქ
.
სტუ-ს მხრიდან ნომინირებულმა დოქტორანტმა მიმდინარე წლის 31 ოქტომბრამდე უნდა გაიაროს
ო
ნლაინაპლიკაცია
მიმღებ უნივერსიტეტში.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან დოქტორანტურის საფეხურის 1 სტუდენტის 3-თვიანი მობილობა გრანადის უნივერსიტეტში. 2025-2026 აკადემიური წლის განმავლობაში მობილობის განსახორციელებლად, გრანადის უნივერსიტეტში მობილობის დაწყების ბოლო ვადაა 2026 წლის 1-ელი მაისი.
მიმართულება: აკადემიური მიმართულებები იხილეთ
აქ.
17/09/2025
სიახლეებში დაბრუნება