Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ილდიზის ტექნიკურ უნივერსიტეტში – 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი
Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ილდიზის ტექნიკურ უნივერსიტეტში – 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი
25/10/2023
ილდიზის ტექნიკური უნივერსიტეტი (
Yildiz Technical University – YTU
) (სტამბოლი, თურქეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2023-2024 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.
შერჩევის პროცედურა:
ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 11.11.2023.
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2023 წლის 14 ნოემბრამდე.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2023 წლის 17 ნოემბრამდე.
ილდიზის ტექნიკურ უნივერსიტეტში მობილობასთან დაკავშირებით დამატებით სასარგებლო ინფორმაცია, მათ შორის,
საინფორმაციო ცნობარი
, იხილეთ
აქ
.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის საფეხურის 1 სტუდენტის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ილდიზის ტექნიკურ უნივერსიტეტში.
მიმართულებები: ბიზნესადმინისტრირება, ბიოსამედიცინო ინჟინერია, ელექტრონიკა, ტელეკომუნიკაცია.