Junia ISA Lille
სტუდენტებისთვის
სწავლების ენა
სასწავლო წელი 2023/2024 საშემოდგომო + საგაზაფხულო

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა Junia ISA Lille უნივერსიტეტში – 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
27/09/2023
Junia ISA Lille უნივერსიტეტი (
J
unia ISA Lille
) (ლილი, საფრანგეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2023-2024 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.
შერჩევის პროცედურა:
მაგისტრატურის სტუდენტებისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 03.10.2023.
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2023 წლის 6 ოქტომბრამდე.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2023 წლის 10 ოქტომბრამდე.
ნომინირებულმა სტუდენტებმა უნდა გაიარონ ონლაინრეგისტრაცია მიმღები უნივერსიტეტის ვებგვერდზე, რის შემდეგაც, ISA Lille უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან გაივლიან გასაუბრებას.
ISA Lille უნივერსიტეტში Erasmus+ პროგრამასთან დაკავშირებით სტუდენტებისთვის დამატებითი სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ
აქ
.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია მაგისტრატურის საფეხურის 5 სტუდენტის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან Junia ISA Lille უნივერსიტეტში.
მიმართულებები: აგრარული მიმართულებები – კვების მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა, აგრობიზნესი.

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?