ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა კაუნასის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში – 2022/23 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი (განმეორებითი კონკურსი თანამშრომლებისთვის)
02/20/2023
კაუნასის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი (
Kaunas University of Applied Sciences – KUAS
) (კაუნასი, ლიეტუვა) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში განმეორებით აცხადებს კონკურსს 2022-2023 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის (II სემესტრი).
შერჩევის პროცედურა:
აკადემიური თანამშრომლებისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 13.03.2023
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2023 წლის 16 მარტამდე
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2023 წლის 21 მარტამდე
კაუნასის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში მობილობასთან დაკავშირებით მეტი პრაქტიკული და სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ
აქ
.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან 1 აკადემიური თანამშრომლის მობილობა კაუნასის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში. მობილობა უნდა განხორციელდეს მიმდინარე წლის ივნისამდე.
მიმართულებები: ბიზნესი, ტექნოლოგიები.
სიახლეებში დაბრუნება