Erasmus+ გაცვლითი პროგრამა კორდობის უნივერსიტეტში – 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი
Erasmus+ გაცვლითი პროგრამა კორდობის უნივერსიტეტში – 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი
27/09/2023
კორდობის უნივერსიტეტი
(
University of Cordoba – UCO
)
(კორდობა, ესპანეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2023-2024 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.
შერჩევის პროცედურა:
ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 31.10.2023.
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2023 წლის 10 ნოემბრამდე.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2023 წლის 20 ნოემბრამდე.
კორდობის უნივერსიტეტში მობილობასთან დაკავშირებით დამატებით სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ
აქ
.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის საფეხურის 1 სტუდენტის ხუთთვიანი მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან კორდობის უნივერსიტეტში.
მიმართულებები: ბიზნესადმინისტრირება, სამართალი, ინფოსაკომუნიკაციო ტექნოლოგიები, მექანიკა, სოფლის მეურნეობა, ბიოლოგია და მომიჯნავე მეცნიერებები.