Koszalin University of Technology - KUT
ადმინისტრაციისთვის
სწავლების ენა
სასწავლო წელი 2023/2024 2023-2024 საგაზაფხულო + 2024-2025 საშემოდგომო

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა კოშალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში – 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (დამატებითი კონკურსი თანამშრომლებისთვის)
კოშალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (
Koszalin University of Technology – KUT
) (კოშალინი, პოლონეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს დამატებით კონკურსს 2023-2024 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისათვის.
შერჩევის პროცედურა:
აკადემიური პერსონალისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 16.04.2024.
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2024 წლის 17 აპრილამდე.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2024 წლის 20 აპრილამდე.
კოშალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში მობილობასთან დაკავშირებით მეტი პრაქტიკული და სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ
აქ
.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით დარჩენილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან 1 აკადემიური პერსონალის მობილობა კოშალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში. კოორდინატორის რეკომენდაციით, მობილობა უნდა განხორციელდეს 2024 წლის 10-14 ივნისს, როდესაც კოშალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართება ყოველწლიური ტრადიციული საერთაშორისო პრაქტიკული სემინარებისა და ვორქშოპების სერია. აღნიშნულ ღონისძიებასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ
ვებგვერდი
.
მიმართულებები: ინჟინერია, ელექტროინჟინერია, მექატრონიკის ინჟინერია.
მიზნობრივი ჯგუფი: ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის აკადემიური თანამშრომელი.
05/04/2024
სიახლეებში დაბრუნება

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?