Erasmus+ გაცვლითი პროგრამა კოშალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში – 2024-2025 აკადემიური წლის II სემესტრი
Erasmus+ გაცვლითი პროგრამა კოშალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში – 2024-2025 აკადემიური წლის II სემესტრი (თანამშრომლებისთვის)
კოშალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (
Koszalin University of Technology – KUT
) (კოშალინი, პოლონეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს დამატებით კონკურსს 2024-2025 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისათვის.
შერჩევის პროცედურა:
აკადემიური პერსონალისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 21.11.2024.
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2024 წლის 26 ნოემბრამდე.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2024 წლის 28 ნოემბრამდე.
კოშალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში მობილობასთან დაკავშირებით მეტი პრაქტიკული და სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ
აქ
.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან 3 აკადემიური პერსონალის მობილობა კოშალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში. კოორდინატორის რეკომენდაციით, მობილობა უნდა განხორციელდეს 2025 წლის 9-13 ივნისს, როდესაც კოშალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართება ყოველწლიური ტრადიციული საერთაშორისო პრაქტიკული სემინარებისა და ვორქშოპების სერია. აღნიშნულ ღონისძიებასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ
ვებგვერდი
.
მიმართულება: ინფო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, ელექტროინჟინერია, მექატრონიკა და შესაბამისი ინტერდისციპლინარული მიმართულებები.
05/11/2024
სიახლეებში დაბრუნება