Erasmus+ გაცვლითი პროგრამა კოშალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში – 2026-27 აკადემიური წლის II სემესტრი (თანამშრომლებისთვის)
კოშალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (Koszalin University of Technology – KUT) (კოშალინი, პოლონეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს დამატებით კონკურსს 2026-27 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.
შერჩევის პროცედურა:
აკადემიური და ადმინისტრაციული თანამშრომლებისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 23.10.26
უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 27.10.26
საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 30.10.26
კოშალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში მობილობასთან დაკავშირებით მეტი პრაქტიკული და სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან 4 აკადემიური და 5 ადმინისტრაციული პერსონალის მობილობა კოშალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში . კოორდინატორის რეკომენდაციით, მობილობა უნდა განხორციელდეს 2027 წლის 7-11 ივნისს, კოშალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მიერ დაგეგმილი საერთაშორისო პრაქტიკული სემინარებისა და ვორქშოპების სერიის ფარგლებში.
აკადემიური მიმართულება: ინფო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, ელექტროინჟინერია, მექატრონიკა და შესაბამისი ინტერდისციპლინარული მიმართულებები.
მიზნობრივი ჯგუფი: საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის 1 თანამშრომელი, რომლის საქმიანობა უშუალოდ უკავშირდება უნივერსიტეტში Erasmus+ გაცვლითი პროექტების მომზადებასა და განხორციელებას.