University of Kragujevac
ადმინისტრაციისთვის
სწავლების ენა
სასწავლო წელი 2024/2025 2024-2025 საგაზაფხულო + 2025-2026 საშემოდგომო

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა კრაგუევაცის უნივერსიტეტში – 2024-2025 აკადემიური წლის II სემესტრი (თანამშრომლებისთვის)
კრაგუევაცის უნივერსიტეტი (
University of Kragujevac
) (კრაგუევაცი, სერბეთის რესპუბლიკა) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2024-2025 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.
შერჩევის პროცედურა:
ადმინისტრაციული პერსონალისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 03.12.2024.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2024 წლის 10 დეკემბრამდე.
კრაგუევაცის უნივერსიტეტში Erasmus+ მობილობასთან დაკავშირებით დამატებით სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ
აქ.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია კრაგუევაცის უნივერსიტეტში საქართველოს პარტნიორი უნივერსიტეტებიდან 1 ადმინისტრაციული თანამშრომლის მობილობა. კოორდინატორის მითითებით, ადმინისტრაციული პერსონალისთვის განსაზღვრულია საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის თანამშრომლის მობილობა, რომლის საქმიანობა უშუალოდ უკავშირდება უნივერსიტეტში Erasmus+ გაცვლითი პროექტების მომზადებასა და განხორციელებას. ასევე, შერჩეულმა თანამშრომელმა მონაწილეობა უნდა მიიღოს თანამშრომელთა საერთაშორისო ტრეინინგ კვირეულში, რომელსაც კოორდინატორი უნივერსიტეტი გეგმავს 2024-2025 აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტრში.
მიზნობრივი ჯგუფი: საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი.
14/11/2024
სიახლეებში დაბრუნება

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?