Erasmus+ გაცვლითი პროგრამა კრემსის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში – 2024-2025 აკადემიური წლის I სემესტრი
Erasmus+ გაცვლითი პროგრამა კრემსის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში – 2024-2025 აკადემიური წლის I სემესტრი (სტუდენტებისთვის)
კრემსის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი (
IMC University of Applied Sciences Krems – IMC Krems
) (დუნაის კრემსი, ავსტრია) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2024-2025 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისთვის.
შერჩევის პროცედურა:
ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 31.03.2024.
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2024 წლის 10 აპრილამდე.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2024 წლის 20 აპრილამდე.
კრემსის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში მობილობასთან დაკავშირებით დამატებით სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ
აქ
.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია ბაკალავრიატის/მაგისტრატურის საფეხურის 2 სტუდენტის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან კრემსის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში.
მიმართულება: ბიზნესი და ადმინისტრირება, აგრობიზნესი.
02/08/2024
სიახლეებში დაბრუნება