University of L'Aquila – UNIVAQ
სტუდენტებისთვის
სწავლების ენა
სასწავლო წელი 2024/2025 2024-2025 საგაზაფხულო + 2025-2026 საშემოდგომო

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ლაკვილის უნივერსიტეტში – 2024-2025 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
ლაკვილის უნივერსიტეტი (
University of L’Aquila – UNIVAQ
) (ლაკვილა, იტალია) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2024-2025 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.
შერჩევის პროცედურა
მაგისტრატურის სტუდენტებისთვის:
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 21.11.2024.
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2024 წლის 26 ნოემბრამდე.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2024 წლის 28 ნოემბრამდე.
ლაკვილის უნივერსიტეტში Erasmus+ გაცვლითი პროგრამის შესახებ ინფორმაცია იხილეთ
აქ.
ლაკვილის უნივერსიტეტში Erasmus+ მობილობასთან დაკავშირებით დამატებით სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ
აქ
.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია მაგისტრატურის საფეხურის 5 სტუდენტის მობილობა საქართველოს პარტნიორი უნივერსიტეტებიდან ლაკვილის უნივერსიტეტში, მათ შორის, გათვალისწინებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 1 სტუდენტი.
მიმართულება: ინფო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, კომპიუტერული მეცნიერებები, მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, სამშენებლო და არქიტექტურა.
12/11/2024
სიახლეებში დაბრუნება

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?