University of L'Aquila – UNIVAQ
სტუდენტებისთვის
სწავლების ენა
სასწავლო წელი 2025/2026 2025-2026 საგაზაფხულო + 2026-2027 საშემოდგომო

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ლაკვილის უნივერსიტეტში – 2025-26 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
ლ’აკვილის უნივერსიტეტი (
University of L’Aquila – UNIVAQ
) (ლაკვილა, იტალია) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2025-26 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.
შერჩევის პროცედურა
მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის:
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 24.01.26
უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 27.01.26
საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 29.01.26
ლ’აკვილის უნივერსიტეტში Erasmus+ მობილობასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია, მათ შორის,
გზამკვლევი სტუდენტებისთვის
, იხილეთ
აქ.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია მაგისტრატურის ან დოქტორანტურის საფეხურის 5 სტუდენტის მობილობა საქართველოს პარტნიორი უნივერსიტეტებიდან ლ’აკვილის უნივერსიტეტში, 2-5 თვით მობილობის ხანგრძლივობით.
მიმართულება: სამშენებლო, არქიტექტურა, ინფო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია.
16/01/2026
სიახლეებში დაბრუნება

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?