Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ლიხტენშტაინის უნივერსიტეტში – 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი
Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ლიხტენშტაინის უნივერსიტეტში – 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი
27/09/2023
ლიხტენშტაინის უნივერსიტეტი (
University of Liechtenstein
) (ვადუცი, ლიხტენშტაინი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2023-2024 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.
შერჩევის პროცედურა:
ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 31.10.2023.
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2023 წლის 20 ნოემბრამდე.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2023 წლის 25 ნოემბრამდე.
ლიხტენშტაინის უნივერსიტეტში მობილობასთან დაკავშირებით დამატებით სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ
აქ
.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის საფეხურის 1 სტუდენტის მობილობა 4 თვით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ლიხტენშტაინის უნივერსიტეტში.
მიმართულება: ბიზნესადმინისტრირება.