Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ლიხტენშტაინის უნივერსიტეტში – 2026-27 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
ლიხტენშტაინის უნივერსიტეტი (University of Liechtenstein) (ვადუცი, ლიხტენშტაინი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2026-27 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.
შერჩევის პროცედურა:
ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 23.10.26
უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 27.10.26
საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 30.10.26
ლიხტენშტაინის უნივერსიტეტში მობილობასთან დაკავშირებით დამატებით სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის საფეხურის 1 სტუდენტის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ლიხტენშტაინის უნივერსიტეტში.
მიმართულება: ბიზნესი – ბიზნესადმინისტრირება (ბაკალავრიატის საფეხური), საინფორმაციო სისტემები (მაგისტრატურის საფეხური), ინოვაციური ფინანსები (მაგისტრატურის საფეხური).