Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ლოძის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში – 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი
Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ლოძის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში – 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი
01/11/2023
ლოძის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (
Lodz University of Technology – TUL
) (ლოძი, პოლონეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2023-2024 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.
შერჩევის პროცედურა:
ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 11.11.2023.
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2023 წლის 14 ნოემბრამდე.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2023 წლის 17 ნოემბრამდე.
სასწავლო კურსების შესახებ ინფორმაცია იხილეთ
აქ
.
დამატებითი სასარგებლო ინფორმაცია საერთაშორისო სტუდენტებისთვის იხილეთ
აქ
.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის 2 სტუდენტის 3-თვიანი მობილობა სტაჟირების მიზნით (კვლევითი და განვითარების პროექტებში მონაწილეობა) საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ლოძის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში.
მიმართულებები: ქიმია, ტექნოლოგიები, ნანოტექნოლოგიები, მასალათმცოდნეობა.