ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა ლუბლინის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში – 2023/24 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრი
05/04/2023
ლუბლინის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი (Lublin University of Technology – Politechnika Lubelska) (ლუბლინი, პოლონეთი)
ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში განმეორებით აცხადებს კონკურსს 2023-2024 აკადემიური წლის საშემოდგომო (I სემესტრი) სემესტრისთვის.
შერჩევის პროცედურა:
ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 15.05.2023
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2023 წლის 17 მაისამდე
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2023 წლის 19 მაისამდე
ლუბლინის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო კურსების ჩამონათვალი იხილეთ
აქ
.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის საფეხურის 3 სტუდენტის მობილობა ლუბლინის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში. დოქტორანტურის სტუდენტებისთვის გათვალისწინებულია მობილობა კრედიტების გარეშე.
მიმართულებები: საინჟინრო სპეციალობები.
სიახლეებში დაბრუნება