University of Life Sciences in Lublin - ULSL
ადმინისტრაციისთვის
სწავლების ენა
სასწავლო წელი 2023/2024 2023-2024 საგაზაფხულო + 2024-2025 საშემოდგომო

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ლუბლინის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტში – 2024-2025 აკადემიური წლის I სემესტრი (თანამშრომლებისთვის)
ლუბლინის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტი (
University of Life  Sciences in Lublin – ULSL
) (ლუბლინი, პოლონეთი)
ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2024-2025 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისთვის.
შერჩევის პროცედურა:
ადმინისტრაციული / აკადემიური პერსონალისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 12.05.2024.
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2024 წლის 16 მაისმდე.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2024 წლის 21 მაისამდე.
დეტალური ინფორმაცია ლუბლინის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტში Erasmus+ მობილობასთან დაკავშირებით, მათ შორის, შესაბამისი
რეგულაციები
და პროცედურები, ასევე, მოთხოვნილი ფორმები იხილეთ
აქ
.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან 2 ადმინისტრაციული / აკადემიური თანამშრომლის მობილობა ლუბლინის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტში. კოორდინატორის მხრიდან საბოლოო შერჩევის დროს პრიორიტეტი მიენიჭება კანდიდატებს, რომლებსაც გააჩნიათ თანამშრომლობის გამოცდილება კოლეგებთან ლუბლინის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტიდან.
მიმართულება: ბიზნესი და ადმინისტრირბა, ინჟინერია, აგროკულტურა.
20/04/2024
სიახლეებში დაბრუნება

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?