Erasmus+ გაცვლითი პროგრამა მარია სკლადოვსკაია-კიურის უნივერსიტეტში – 2026-27 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
მარია სკლადოვსკაია-კიურის უნივერსიტეტი (Maria Curie-Sklodowska University in Lublin – UMCS) (ლუბლინი, პოლონეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2026-27 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.
შერჩევის პროცედურა:
ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 20.04.26
უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 24.04.26
საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 28.04.26
მარია სკლადოვსკაია-კიურის უნივერსიტეტში Erasmus+ მობილობასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია, მათ შორის, სასწავლო კურსების ჩამონათვალი, იხილეთ აქ.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის საფეხურის 1 სტუდენტის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან მარია სკლადოვსკაია-კიურის უნივერსიტეტში.
მიმართულება: ბიზნესის ადმინისტრირება, ეკონომიკა.