Politecnico di Milano – PoLiMi
სტუდენტებისთვის
სწავლების ენა
სასწავლო წელი 2023/2024 საშემოდგომო + საგაზაფხულო

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა მილანის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში – 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი
27/09/2023
მილანის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი (
Politecnico di Milano – PoLiMi
) (მილანი, იტალია) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2023-2024 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის (II  სემესტრი).
შერჩევის პროცედურა:
მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 31.10.2023.
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2023 წლის 10 ნოემბრამდე.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2023 წლის 20 ნოემბრამდე.
მილანის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში Erasmus+ გაცვლითი პროგრამის შესახებ ინფორმაცია იხილეთ
აქ
.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან მაგისტრატურის ან დოქტორანტურის საფეხურის 5 სტუდენტის 5-თვიანი მობილობა მილანის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში.
მიმართულება: არქიტექტურა.

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?