Universidad Católica de Murcia - UCAM
ადმინისტრაციისთვის
სწავლების ენა
სასწავლო წელი 2025/2026 2025-2026 საგაზაფხულო + 2026-2027 საშემოდგომო

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა გრანადის უნივერსიტეტში – 2025-26 აკადემიური წელი (თანამშრომლებისთვის)
გრანადის უნივერსიტეტი (
University of Granada – UGR
) (გრანადა, ესპანეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2025-2026 აკადემიური წლის საშემოდგომო და საგაზაფხულო სემესტრებისთვის.
შერჩევის პროცედურა:
აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 15.09.25.
უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 17.09.25.
საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 19.09.25.
გრანადის უნივერსიტეტში Erasmus+ მობილობასთან დაკავშირებით უფრო დეტალური ინფორმაცია იხილეთ
აქ
.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 1 აკადემიური ან ადმინისტრაციული თანამშრომლის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან გრანადის უნივერსიტეტში. პროექტის კოორდინატორის მითითებით, პრიორიტეტი მიენიჭება ნომინირებულ თანამშრომელს, რომლის საქმიანობაც უკავშირდება ERASMUS+ ინსტიტუციური განვითარების პროექტების მენეჯმენტს. შერჩეულმა თანამშრომელმა მობილობა უნდა განახორციელოს 2026 წლის 20-24 აპრილს, გრანადის უნივერსიტეტის მიერ დაგეგმილ
პერსონალის ტრეინინგის კვირეულში
.
ამას გარდა, ზემოაღნიშნული ღონისძიების მიღმა აკადემიური/ადმინისტრაციული მობილობის განსახორციელებლად აუცილებელია, წარმოდგენილი იქნას წინასწარი მიღების წერილი (Pre-Acceptance Letter) გრანადის უნივერსიტეტში მასპინძელი კოლეგისგან, თავისი აკადემიური საქმიანობის შესაბამისი დეპარტამენტიდან. საჭირო დოკუმენტაციის ჩამონათვალი და შესაბამისი პროცედურები მოცემულია
ვებგვერდზე.
მიმართულება: აკადემიური მიმართულებები იხილეთ
აქ.
მიზნობრივი ჯგუფი პერსონალის ტრეინინგის კვირეულისთვის: ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისის თანამშრომელი, რომლის საქმიანობა უკავშირდება ERASMUS+ ინსტიტუციური განვითარების პროექტების მენეჯმენტს.
27/08/2025
სიახლეებში დაბრუნება

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?