Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ნიშის უნივერსიტეტში – 2026-27 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
ნიშის უნივერსიტეტი (University of Niš) (ნიში, სერბეთის რესპუბლიკა) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2026-27 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.
შერჩევის პროცედურა:
ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 23.10.26
უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 27.10.26
საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 30.10.26
ნიშის უნივერსიტეტში მობილობასთან დაკავშირებული სასარგებლო ინფორმაცია, მათ შორის, ინფორმაცია სასწავლო კურსების შესახებ, იხილეთ აქ.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ნიშის უნივერსიტეტში ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა ან დოქტორანტურის საფეხურის 1 სტუდენტის მობილობა.
მიმართულება: ინფო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, ელექტრო ენერგია და ენერგეტიკა, ელექტრონიკა და ავტომატიზაცია, მექნიკა და ლითონდამუშავება; არქიტექტურა და ურბანული დაგეგმარება, სამშენებლო.