Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ნისის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში – 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი
Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ნისის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში – 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი
27/09/2023
ნისის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი (
University of Applied Sciences in Nysa – UAS in Nysa
) (ნისა, პოლონეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2023-2024 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის (II სემესტრი).
შერჩევის პროცედურა:
აკადემიური პერსონალისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 05.11.2023.
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2023 წლის 10 ნოემბრამდე.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2023 წლის 20 ნოემბრამდე.
ნისის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში Erasmus+ გაცვლითი პროგრამის შესახებ
სასარგებლო ინფორმაცია
, მათ შორის, მიმღებ უნივერსიტეტში წარსადგენი
დოკუმენტების ფორმები
, იხილეთ
აქ
.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან 1 აკადემიური თანამშრომლის მობილობა ნისის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში. კოორდინატორის რეკომენდაციით სასურველია, შერჩეულმა თანამშრომელმა მონაწილეობა მიიღოს 2024 წლის 20-24 მაისს ნისის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში დაგეგმილ
XIV პერსონალის საერთაშორისო კვირეულში – XIV International Staff Training Week.
მიმართულებები: ინჟინერია, ბიზნესადმინისტრირება, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, არქიტექტურა, სამშენებლო.