ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა ნიტრის კონსტანტინე ფილოსოფოსის სახელობის უნივერსიტეტში – 2025-2026 აკადემიური წლის II სემესტრი
ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა ნიტრის კონსტანტინე ფილოსოფოსის სახელობის უნივერსიტეტში – 2025-2026 აკადემიური წლის II სემესტრი (თანამშრომლებისთვის)
ნიტრის კონსტანტინე ფილოსოფოსის სახელობის უნივერსიტეტი (
Constantine the Philosopher University in Nitra
) (ნიტრა, სლოვაკეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2025-2026 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.
შერჩევის პროცედურა:
აკადემიური თანამშრომლებისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 08.12.2025
უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 10.12.25
საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 12.12.25
ნიტრის კონსტანტინე ფილოსოფოსის სახელობის უნივერსიტეტში Erasmus+ მობილობასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ
აქ.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 1 აკადემიური თანამშრომლის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ნიტრის კონსტანტინე ფილოსოფოსის სახელობის უნივერსიტეტში.
მიმართულება: ინფო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები.
01/12/2025
სიახლეებში დაბრუნება