Technical University of Ostrava - VSB-TUO
სტუდენტებისთვის
სწავლების ენა
სასწავლო წელი 2025/2026 2025-2026 საგაზაფხულო + 2026-2027 საშემოდგომო

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ოსტრავის ტექნიკურ უნივერსიტეტში – 2025-26 აკადემიური წელი (კონკურსი სტუდენტებისთვის ცხადდება მესამედ)
ოსტრავის ტექნიკური უნივერსიტეტი (
Technical University of Ostrava – VSB-TUO
) (ოსტრავა, ჩეხეთის რესპუბლიკა) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში განმეორებით აცხადებს კონკურსს 2025-26 აკადემიური წლის საშემოდგომო და საგაზაფხულო სემესტრებისთვის.
შერჩევის პროცედურა:
ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 10.11.25.
უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 12.11.25.
საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 14.11.25.
ოსტრავის ტექნიკური უნივერსიტეტის
უსაფრთხოების ტექნიკის ფაკულტეტზე
Erasmus+ პროგრამასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია, მათ შორის, ინგლისურენოვანი სასწავლო კურსები იხილეთ
აქ
.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ოსტრავის ტექნიკურ უნივერსიტეტში ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის 2 სტუდენტის მობილობა ტრეინინგის მიზნით, კრედიტების გარეშე, 1-3 თვის ხანგრძლივობით (2025-26 აკადემიური წელი).
მიმართულება: შრომის დაცვა, შრომის უსაფრთხოება და მომიჯნავე დისციპლინები.
31/10/2025
სიახლეებში დაბრუნება

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?