Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ოსტრავის ტექნიკურ უნივერსიტეტში – 2025-26 აკადემიური წელი
Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ოსტრავის ტექნიკურ უნივერსიტეტში – 2025-26 აკადემიური წელი (სტუდენტებისთვის)
ოსტრავის ტექნიკური უნივერსიტეტი (
Technical University of Ostrava – VSB-TUO
) (ოსტრავა, ჩეხეთის რესპუბლიკა) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2025-2026 აკადემიური წლის საშემოდგომო და საგაზაფხულო სემესტრებისთვის.
შერჩევის პროცედურა:
ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 15.09.25.
უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 17.09.25.
საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 19.09.25.
ოსტრავის ტექნიკური უნივერსიტეტის
უსაფრთხოების ტექნიკის ფაკულტეტზე
Erasmus+ პროგრამასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია, მათ შორის, ინგლისურენოვანი სასწავლო კურსები იხილეთ
აქ
.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ოსტრავის ტექნიკურ უნივერსიტეტში ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის 8 სტუდენტის მობილობა, მათ შორის, 5 სტუდენტის – სწავლების მიზნით (2025-26 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრი), 3 სტუდენტის – ტრეინინგის მიზნით, კრედიტების გარეშე, 1-3 თვის ხანგრძლივობით (2025-26 აკადემიური წელი).
მიმართულება: შრომის დაცვა, შრომის უსაფრთხოება და მომიჯნავე დისციპლინები.
26/08/2025
სიახლეებში დაბრუნება