Universita' degli Studi di Palermo – UniPa
სტუდენტებისთვის
სწავლების ენა
სასწავლო წელი 2024/2025 2024-2025 საგაზაფხულო + 2025-2026 საშემოდგომო

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა პალერმოს უნივერსიტეტში – 2024-2025 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
პალერმოს უნივერსიტეტი (
Universita’ degli Studi di Palermo – UniPa
) (პალერმო, იტალია) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2024-2025 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.
შერჩევის პროცედურა:
ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 13.10.2024.
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2024 წლის 17 ოქტომბერს, 11:00 საათზე.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2024 წლის 23 ოქტომბრამდე.
დამატებითი ინფორმაცია პალერმოს უნივერსიტეტში Erasmus+ მობილობასთან დაკავშირებით  იხილეთ
აქ
.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუცური ხელშეკრულებით განსაზღვრულია ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის საფეხურის 4 სტუდენტის მობილობა (2 სტუდენტი სასწავლო მიზნით და 2 სტუდენტი სტაჟირების მიზნით, 5-5 თვით),  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან პალერმოს უნივერსიტეტში.
სტაჟირების მსურველმა სტუდენტებმა წინასწარ უნდა მოიძიონ ხელმძღვანელი პალერმოს უნივერსიტეტში და წარმოადგინონ
წინასწარი
თანხმობის წერილი მიმღები უნივერსიტეტიდან
.
მიმართულება: სოფლის მეურნეობა, მეტყევეობა, აგროკულტურა და მასთან დაკავშირებული ინტერდისციპლინარული მიმართულებები.
19/09/2024
სიახლეებში დაბრუნება

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?