Fatih Sultan Mehmet Vakıf University - FSMVU
ადმინისტრაციისთვის
სწავლების ენა
სასწავლო წელი 2023/2024 საშემოდგომო + საგაზაფხულო

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ფათიჰ სულთან მეჰმედის ფონდის უნივერსიტეტში – 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი
27/09/2023
ფათიჰ სულთან მეჰმედის ფონდის უნივერსიტეტი (
Fatih Sultan Mehmet Vakıf University – FSMVU
) (სტამბოლი, თურქეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2023-2024 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.
შერჩევის პროცედურა:
ადმინისტრაციული პერსონალისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 05.11.2023.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2023 წლის 20 ნოემბრამდე.
ფათიჰ სულთან მეჰმედის ფონდის უნივერსიტეტში მობილობასთან დაკავშირებით დამატებით სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ
აქ
.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია ფათიჰ სულთან მეჰმედის ფონდის უნივერსიტეტში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან 1 ადმინისტრაციული თანამშრომლის მობილობა. კოორდინატორის მითითებით, ადმინისტრაციული პერსონალისთვის განსაზღვრულია საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის თანამშრომლის მობილობა, რომლის საქმიანობა უშუალოდ უკავშირდება უნივერსიტეტში Erasmus+ გაცვლითი პროექტების მომზადებასა და განხორციელებას.
მიზნობრივი ჯგუფი: საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი.

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?