University of Foggia – UNIFG
ადმინისტრაციისთვის
სწავლების ენა
სასწავლო წელი 2025/2026 2025-2026 საგაზაფხულო + 2026-2027 საშემოდგომო

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა ფოჯის უნივერსიტეტში – 2025-2026 აკადემიური წლის II სემესტრი (თანამშრომლებისთვის)
ფოჯის უნივერსიტეტი (
University of Foggia – UNIFG
) (ფოჯა, იტალია) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2025-2026 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.
შერჩევის პროცედურა:
ადმინისტრაციული თანამშრომლისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 08.12.2025
საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 12.12.25
ფოჯის უნივერსიტეტში მობილობასთან დაკავშირებით დამატებით სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ
აქ
.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 1 ადმინისტრაციული თანამშრომლის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ფოჯის უნივერსიტეტში. პროექტის კოორდინატორის მითითებით, ადმინისტრაციული პერსონალისთვის განსაზღვრულია საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის თანამშრომლის მობილობა, რომლის საქმიანობა უშუალოდ უკავშირდება
GPSEducation პროექტის
განხორციელებას სტუ-ში, რომელიც პროექტის კონსორციუმის წევრია, ხოლო პროექტის კოორდინატორია ფოჯის უნივერსიტეტი.
მიზნობრივი ჯგუფი: საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის თანამშრომელი, რომელიც ჩართულია კოორდინატორ უნივერსიტეტთან ერთად
GPSEducation პროექტის
განხორციელებაში.
01/12/2025
სიახლეებში დაბრუნება

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?