ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში – 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (განმეორებითი კონკურსი)
ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში – 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი
17/11/2023
რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტი (
INSA Rennes
) (რენი, საფრანგეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს განმეორებით კონკურსს 2023-2024 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.
შერჩევის პროცედურა:
მაგისტრატურის სტუდენტებისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 21.11.2023.
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2023 წლის 22 ნოემბრამდე.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2023 წლის 24 ნოემბრამდე.
სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტში სააპლიკაციო განაცხადების წარმოდგენისას სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს სამუშაო პროგრამა, რომელიც წინასწარ შეთანხმებული იქნება მიმღები უნივერსიტეტის პროფესორ მირეი დუკასთან (Mireille Ducasse). პროფ. დუკას ელ.ფოსტა:
Mireille.Ducasse@insa-rennes.fr
რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში Erasmus+ მობილობასთან დაკავშირებით სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ
აქ
.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით დარჩენილია მაგისტრატურის საფეხურის 1 სტუდენტის ხუთთვიანი (2024 წლის იანვარ-მაისი) მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში.
მიმართულება: კომპიუტერული მეცნიერებები.