INSA Rennes
ადმინისტრაციისთვის
სწავლების ენა
სასწავლო წელი 2024/2025 2024-2025 საგაზაფხულო + 2025-2026 საშემოდგომო

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში – 2024-2025 აკადემიური წლის II სემესტრი (საერთაშორისო კვირეული თანამშრომლებისთვის)
რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტი (
INSA Rennes
) (რენი, საფრანგეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2024-2025 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.
შერჩევის პროცედურა:
ადმინისტრაციული პერსონალისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 13.10.2024.
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2024 წლის 17 ოქტომბერს, 11:00 სთ.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2024 წლის 23 ოქტომბრამდე.
რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში Erasmus+ მობილობასთან დაკავშირებით სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ
აქ
.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში 2 ადმინისტრაციული თანამშრომლის მობილობა, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ 2025 წლის 19-23 მაისს დაგეგმილ თანამშრომელთა საერთაშორისო კვირეულში. ღონისძიების პროგრამა განკუთვნილია ბიბლიოთეკის თანამშრომლებისთვის.
მიზნობრივი ჯგუფი: ბიბლიოთეკის თანამშრომლები.
13/09/2024
სიახლეებში დაბრუნება

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?