ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში – 2025-26 აკადემიური წლის II სემესტრი
ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში – 2025-26 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტი (
INSA Rennes
) (რენი, საფრანგეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2025-2026 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.
შერჩევის პროცედურა:
მაგისტრატურის სტუდენტებისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 26.09.25.
უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 30.09.25.
საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 03.10.25.
ნომინირებულმა სტუდენტებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია რენის გამოყენებით მეცნიერებათა ეროვნული ინსტიტუტის ვებგვერდზე. ამისათვის წინასწარ გაეცანით
ინფორმაციას
.
INSA Rennes-ის აკადემიური დეპარტამენტების საკონტაქტო ინფორმაცია იხილეთ
აქ
.
სასწავლო კურსები იხილეთ
აქ
.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია მაგისტრატურის საფეხურის 5 სტუდენტის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან რენის გამოყენებით მეცნიერებათა ეროვნულ ინსტიტუტში.
მიმართულება: ინფო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები.
17/09/2025
სიახლეებში დაბრუნება