ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში – 2026-27 აკადემიური წლის I სემესტრი
ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში – 2026-27 აკადემიური წლის I სემესტრი (სტუდენტებისთვის)
რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტი (
INSA Rennes
) (რენი, საფრანგეთი)
ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2026-27 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისთვის.
შერჩევის პროცედურა:
ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 20.04.26
უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 24.04.26
საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 28.04.26
რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში Erasmus+ მობილობასთან დაკავშირებით სასარგებლო ინფორმაცია, მათ შორის,
სასწავლო კურსები
და
ლაბორატორიების ჩამონათვალი
(პროექტის არჩევის შემთხვევაში), იხილეთ
აქ
.
24 ECTS კრედიტიანი პროექტის არჩევის შემთხვევაში, აპლიკანტმა დამატებით უნდა გაიაროს 4 ECTS კრედიტიანი ფრანგულენოვანი კურსები. ასევე, სააპლიკაციო განაცხადში წარმოადგინოს მიმღები უნივერსიტეტის პროფესორთან შეთანხმებული სამუშაო გეგმა.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია ბაკალავრიატის (III-IVკურსი) ან მაგისტრატურის საფეხურის 2 სტუდენტის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში.
მიმართულება: ელექტრონიკა, კომპიუტერული ინჟინერია, ტელეკომუნიკაცია, კომპიუტერული მეცნიერებები, გამოყენებითი მათემატიკა, ფიზიკა, მასალათმცოდნეობა, სამშენებლო, ურბანული დაგეგმარება, მანქანათმშენებლობა, მართვის სისტემების ინჟინერია.
11/03/2026
სიახლეებში დაბრუნება