ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში – 2026-27 აკადემიური წლის II სემესტრი (თანამშრომლებისთვის)
რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტი (INSA Rennes) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2025-26 აკადემიური წლის საგაზაფხულო და 2026-27 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრებისთვის.
შერჩევის პროცედურა:
ადმინისტრაციული თანამშრომლებისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 23.10.26
უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 27.10.26
საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 30.10.26
რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში Erasmus+ მობილობასთან დაკავშირებით სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან 2-3 ადმინისტრაციული თანამშრომლის მობილობა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში. პროექტის კოორდინატორის მითითებით, მობილობა უნდა განხორციელდეს 2027 წლის მარტში ან აპრილში.