Sapienza University of Rome
სტუდენტებისთვის
სწავლების ენა
სასწავლო წელი 2023/2024 საშემოდგომო + საგაზაფხულო

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა რომის საპიენცის უნივერსიტეტში – 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი
27/09/2023
რომის საპიენცის უნივერსიტეტი (
Sapienza University of Rome
) (რომი, იტალია) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2023-2024 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.
შერჩევის პროცედურა:
ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 03.10.2023.
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2023 წლის 6 ოქტომბრამდე.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2023 წლის 10 ოქტომბრამდე.
ნომინირებულმა სტუდენტებმა რომის საპიენცის უნივერსიტეტის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაცია უნდა ატვირთონ კოორდინატორი უნივერსიტეტის ვებგვერდზე მიმდინარე წლის 31 ოქტომბრამდე.
რომის საპიენცის უნივერსიტეტში Erasmus+ მობილობასთან დაკავშირებული სასარგებლო ინფორმაცია და
გზამკვლევი სტუდენტებისთვის
იხილეთ
აქ
.
სასწავლო კურსები:
ბაკალავრიატი და მაგისტრატურა
;
დოქტორანტურა
.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საქართველოს პარტნიორი უნივერსიტეტებიდან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის საფეხურის 1 სტუდენტის მობილობა რომის საპიენცის უნივერსიტეტში.
მიმართულებები: საინჟინრო და ჰუმანიტარული სპეციალობები.

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?