Erasmus+ გაცვლითი პროგრამა რომის საპიენცის უნივერსიტეტში – 2024-2025 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
Erasmus+ გაცვლითი პროგრამა რომის საპიენცის უნივერსიტეტში – 2024-2025 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
რომის საპიენცის უნივერსიტეტი (
Sapienza University of Rome
) (რომი, იტალია) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2024-2025 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.
შერჩევის პროცედურა:
ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 25.09.2024.
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2024 წლის 30 სექტემბერს, 11:00 საათზე.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2024 წლის 3 ოქტომბრამდე.
ნომინირებულმა სტუდენტებმა რომის საპიენცის უნივერსიტეტის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაცია უნდა ატვირთონ კოორდინატორი უნივერსიტეტის ვებგვერდზე.
რომის საპიენცის უნივერსიტეტში Erasmus+ მობილობასთან დაკავშირებული სასარგებლო ინფორმაცია, მათ შორის,
სასწავლო კურსები
და
გზამკვლევი სტუდენტებისთვის
იხილეთ
აქ
.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საქართველოს პარტნიორი უნივერსიტეტებიდან ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის 6 სტუდენტის მობილობა რომის საპიენცის უნივერსიტეტში.
მიმართულებები: საინჟინრო და ჰუმანიტარული სპეციალობები.
16/09/2024
სიახლეებში დაბრუნება