Erasmus+ გაცვლითი პროგრამა რომის საპიენცის უნივერსიტეტში – 2025-26 აკადემიური წლის II სემესტრი
Erasmus+ გაცვლითი პროგრამა რომის საპიენცის უნივერსიტეტში – 2025-26 აკადემიური წლის II სემესტრი (თანამშრომლებისთვის)
რომის საპიენცის უნივერსიტეტი (
Sapienza University of Rome
) (რომი, იტალია)
ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2025-2026 აკადემიური წლის საგაზაფხული სემესტრისთვის.
შერჩევის პროცედურა:
აკადემიური თანამშრომლებისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 24.10.25.
უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 28.10.25.
საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 30.10.25.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა აუცილებლად უნდა წარმოადგინონ წინასწარი თანხმობის წერილი მიმღები უნივერსიტეტიდან, ნომინაციის შემდეგ კი რომის საპიენცის უნივერსიტეტის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაცია უნდა ატვირთონ კოორდინატორი უნივერსიტეტის ვებგვერდზე.
რომის საპიენცის უნივერსიტეტში Erasmus+ მობილობასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია იხილეთ
აქ
.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 3 აკადემიური თანამშრომლის მობილობა საქართველოს პარტნიორი უნივერსიტეტებიდან რომის საპიენცის უნივერსიტეტში.
მიმართულება: საინჟინრო და ჰუმანიტარული სპეციალობები.
29/09/2025
სიახლეებში დაბრუნება