Romanian-American University - RAU
სტუდენტებისთვის
სწავლების ენა
სასწავლო წელი 2025/2026 2025-2026 საგაზაფხულო + 2026-2027 საშემოდგომო

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა რუმინულ-ამერიკულ უნივერსიტეტში – 2026-27 აკადემიური წლის I სემესტრი (განმეორებითი კონკურსი სტუდენტებისთვის)
რუმინულ-ამერიკული უნივერსიტეტი (
Romanian-American University – RAU
) (ბუქარესტი, რუმინეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში განმეორებით აცხადებს კონკურსს 2026-27 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისთვის.
შერჩევის პროცედურა:
ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 14.05.26
უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 20.05.26
საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 22.05.26
რუმინულ-ამერიკულ უნივერსიტეტში ERASMUS+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ
აქ.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 1 ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან რუმინულ-ამერიკულ უნივერსიტეტში. მობილობის ხანგრძლივობა 4 თვე და 10 დღეა. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე კანდიდატისთვის გათვალისწინებულია დამატებით სტიპენდია თვეში 250 ევროს ოდენობით.
მიმართულება: ბიზნესის ადმინისტრირება, ინფო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები.
03/05/2026
სიახლეებში დაბრუნება

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?