Hellenic Mediterranean University - HMU
სტუდენტებისთვის
სწავლების ენა
სასწავლო წელი 2025/2026 2025-2026 საგაზაფხულო + 2026-2027 საშემოდგომო

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა საბერძნეთის ხმელთაშუა ზღვის უნივერსიტეტში – 2026-27 აკადემიური წლის I სემესტრი (განმეორებითი კონკურსი სტუდენტებისთვის)
საბერძნეთის ხმელთაშუა ზღვის უნივერსიტეტი (
Hellenic Mediterranean University – HMU
) (ჰერაკლიონი, საბერძნეთი),
ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში განმეორებით აცხადებს კონკურსს 2026-27 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისთვის.
შერჩევის პროცედურა:
ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 20.04.26
უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 24.04.26
საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 28.04.26
საბერძნეთის ხმელთაშუა ზღვის უნივერსიტეტში Erasmus+ პროგრამასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია, მათ შორის,
საინფორმაციო ფურცელი
და
სასწავლო კურსების ჩამონათვალი
, იხილეთ
აქ.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის 2 სტუდენტის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან საბერძნეთის ხმელთაშუა ზღვის უნივერსიტეტში, სწავლისა ან ტრეინინგის მიზნით, 4-4- თვით.
მიმართულებები: საინჟინრო, აგრარული მეცნიერებები, მენეჯმენტი, ეკონომიკა.
08/04/2026
სიახლეებში დაბრუნება

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?