Hellenic Mediterranean University - HMU
ადმინისტრაციისთვის
სწავლების ენა
სასწავლო წელი 2025/2026 2025-2026 საგაზაფხულო + 2026-2027 საშემოდგომო

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა საბერძნეთის ხმელთაშუა ზღვის უნივერსიტეტში – 2026-27 აკადემიური წლის I სემესტრი (საერთაშორისო კვირეული თანამშრომლებისთვის)
საბერძნეთის ხმელთაშუა ზღვის უნივერსიტეტი (
Hellenic Mediterranean University – HMU
) (ჰერაკლიონი, საბერძნეთი),
ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2026-27 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისთვის.
შერჩევის პროცედურა:
ადმინისტრაციული პერსონალისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 25.05.26
უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 27.05.26
საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 29.05.26
საბერძნეთის ხმელთაშუა ზღვის უნივერსიტეტში
Erasmus+ მობილობასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაცია
, მათ შორის, საერთაშორისო კვირეულის
სარეგისტრაციო ბმული
, იხილეთ
აქ
. ნომინირებული თანამშრომლებისთვის რეგისტრაციისა და, შესაბამისად, სააპლიკაციო განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2026 წლის 19 ივნისი.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან საბერძნეთის ხმელთაშუა ზღვის უნივერსიტეტში 2 ადმინისტრაციული თანამშრომლის მობილობა, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ 2026 წლის 21-25 სექტემბერს დაგეგმილ თანამშრომელთა საერთაშორისო კვირეულში. ღონისძიების პროგრამა განკუთვნილია ბიბლიოთეკის თანამშრომლებისთვის.
მიზნობრივი ჯგუფი: ბიბლიოთეკის თანამშრომლები.
საკონტაქტო პირი საერთაშორისო კვირეულთან დაკავშირებით:
კატერინა ვოტირაკი (Katerina Voutiraki)
ბიბლიოთეკისა და საინფორმაციო ცენტრის უფროსი
ელ.ფოსტა:
kvoutiraki@hmu.gr
15/05/2026
სიახლეებში დაბრუნება

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?