Middle East Technical University - METU
ადმინისტრაციისთვის
სწავლების ენა
სასწავლო წელი 2025/2026 2025-2026 საგაზაფხულო + 2026-2027 საშემოდგომო

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა შუა აღმოსავლეთის ტექნიკურ უნივერსიტეტში – 2025-26 აკადემიური წლის II სემესტრი (სასწავლო კვირეული თანამშრომლებისთვის)
შუა აღმოსავლეთის ტექნიკური უნივერსიტეტი (
Middle East Technical University – METU
) (ანკარა,თურქეთი)
ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2025-2026 აკადემიური წლის საგაზაფხული სემესტრისთვის.
შერჩევის პროცედურა:
აკადემიური თანამშრომლებისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 10.11.25.
უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 12.11.25.
საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 14.11.25.
შუა აღმოსავლეთის ტექნიკურ უნივერსიტეტში ERASMUS+ მობილობასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ
აქ.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 1 აკადემიური თანამშრომლის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან თურქეთის შუა აღმოსავლეთის ტექნიკურ უნივერსიტეტში. პროექტის კოორდინატორის მითითებით, შერჩეულმა კანდიდატმა მონაწილეობა უნდა მიიღოს სასწავლო კვირეულში (
METU Teaching Week
), რომელიც შუა აღმოსავლეთის ტექნიკურ უნივერსიტეტში 2026 წლის 13-16 აპრილს გაიმართება. კვირეულის თემატიკაა ეთიკა, ვალდებულებები და მდგრადობა საინჟინრო განათლებაში.
მიმართულება: საინჟინრო მიმართულებები.
28/10/2025
სიახლეებში დაბრუნება

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?