Silesian University of Technology - SUT
სტუდენტებისთვის
სწავლების ენა
სასწავლო წელი 2023/2024 საშემოდგომო + საგაზაფხულო

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა სილეზიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში – 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი
27/09/2023
სილეზიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (
Silesian University of Technology – SUT
) (გლივიცე, პოლონეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2023-2024 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.
შერჩევის პროცედურა:
ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 31.10.2023.
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2023 წლის 10 ნოემბრამდე.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2023 წლის 20 ნოემბრამდე.
სილეზიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში მობილობასთან დაკავშირებით დამატებით სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ
აქ
.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის 1 სტუდენტის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან სილეზიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში.
მიმართულებები: საინჟინრო სპეციალობები.

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?