Università Politecnica di Timișoara - UPT
სტუდენტებისთვის
სწავლების ენა
სასწავლო წელი 2022/2023 2022-2023 საგაზაფხულო + 2023-2024 საშემოდგომო

02/28/2023
ტიმიშოარის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი (
Università Politecnica di Timișoara – UPT
) (ტიმიშოარა, რუმინეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2022-2023 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის (II სემესტრი).
შერჩევის პროცედურა:
მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 13.03.2023
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2023 წლის 16 მარტამდე
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2023 წლის 21 მარტამდე
საინფორმაციო გზამკვლევი
და დამატებითი ინფორმაცია ტიმიშოარის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში Erasmus+ მობილობასთან დაკავშირებით იხილეთ
აქ
.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია მაგისტრატურის ან დოქტორანტურის საფეხურის დამამთავრებელი კურსის 1 სტუდენტის მობილობა სტაჟირების მიზნით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ტიმიშოარის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში.
მიმართულებები: ბიზნესი და ადმინისტრირება (დოქტორანტურა), გეოდეზია (დოქტორანტურა), მექანიკა და ლითონის დამუშავება (დოქტორანტურა), ინფო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები (მაგისტრატურა), ქიმიური ინჟინერია (მაგისტრატურა),  მშენებლობა (მაგისტრატურა).
სიახლეებში დაბრუნება

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?