Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ტულუზის ეროვნულ პოლიტექნიკურ ინსტიტუტში – 2026-27 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
ტულუზის ეროვნული პოლიტექნიკური ინსტიტუტი (National Polytechnic Institute of Toulouse – Toulouse INP) (ტულუზა, საფრანგეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2026-27 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.
შერჩევის პროცედურა:
მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 23.10.26
უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 27.10.26
საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 30.10.26
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან დოქტორანტურის საფეხურის 1 სტუდენტის მობილობა სტაჟირების მიზნით (2-3 თვე) და მაგისტრატურის საფეხურის 1 სტუდენტის სასწავლო მობილობა ტულუზის ეროვნული პოლიტექნიკური ინტიტუტის საინჟინრო სკოლაში Toulouse INP-ENSEEIHT.
მიმართულება:
დოქტორანტურა – ტელეკომუნიკაცია, ელექტრონიკა, ელექტროინჟინერია, ჩაშენებული სისტემები.
მაგისტრატურა – ელექტრონული სისტემები ჩაშენებული და საკომუნიკაციო აპლიკაციებისთვის (Master of Electronics systems for embedded and Communicating Applications – ESECA); სატელიტური საკომუნიკაციო სისტემები (Master Satellite Communication Systems: from engineering to end-to-end systems – SATCOM systems); წყლის ინჟინერია და წყლის მენეჯმენტი (Master Water Engineering and Water Management).