National Polytechnic Institute of Toulouse - Toulouse INP
სტუდენტებისთვის
სწავლების ენა
სასწავლო წელი 2025/2026 2025-2026 საგაზაფხულო + 2026-2027 საშემოდგომო

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ტულუზის ეროვნულ პოლიტექნიკურ ინტიტუტში – 2025-2026 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
ტულუზის ეროვნული პოლიტექნიკური ინტიტუტი (
National Polytechnic Institute of Toulouse – Toulouse INP
) (ტულუზა, საფრანგეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2025-2026 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.
შერჩევის პროცედურა:
მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 08.12.2025
უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 10.12.25
საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 12.12.25
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ ტულუზის ეროვნული პოლიტექნიკური ინტიტუტის სამ საინჟინრო სკოლაში განახორციელონ Erasmus+ მობილობა:
Toulouse INP-ENSEEIHT
(ზოგადი მიმართულებები: ენერგეტიკა, გარემოსდაცვისა და ციფრული ტექნოლოგიები);
Toulouse INP-ENSIACET (A7)
(ზოგადი მიმართულებები: ქიმია, გარემოს დაცვა, მასალათმცოდნეობა, საწარმოო ტექნიკა) და
INP-AgroToulouse
(ზოგადი მიმართულებები: აგრონომია, სურსათი, გარემოს დაცვა, მენეჯმენტი და ენოლოგია).
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია მაგისტრატურის საფეხურის 2 სტუდენტის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ტულუზის ეროვნული პოლიტექნიკური ინტიტუტის
INP-AgroToulouse
საინჟინრო სკოლაში და 1 დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტის მობილობა სტაჟირების მიზნით (2-3 თვე), საინჟინრო სკოლაში
Toulouse INP-ENSEEIHT
.
ტულუზის ეროვნული პოლიტექნიკური ინტიტუტის მიერ სტუდენტებისთვის შეთავაზებული საინჟინრო პროგრამები იხილეთ
აქ
.
28/11/2025
სიახლეებში დაბრუნება

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?