National Polytechnic Institute of Toulouse - Toulouse INP
ადმინისტრაციისთვის
სწავლების ენა
სასწავლო წელი 2025/2026 2025-2026 საგაზაფხულო + 2026-2027 საშემოდგომო

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ტულუზის ეროვნულ პოლიტექნიკურ ინტიტუტში – 2025-26 აკადემიური წლის I სემესტრი (კონკურსი თანამშრომლებისთვის ცხადდება მეორედ)
ტულუზის ეროვნული პოლიტექნიკური ინტიტუტი (
National Polytechnic Institute of Toulouse – Toulouse INP
) (ტულუზა, საფრანგეთი)
ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში
განმეორებით აცხადებს კონკურსს 2025-2026 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისთვის.
შერჩევის პროცედურა:
აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 26.09.25.
უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 30.09.25.
საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 03.10.25.
ტულუზის ეროვნულ პოლიტექნიკურ ინსტიტუტში Erasmus+ მობილობასთან დაკავშირებით უფრო დეტალური ინფორმაცია იხილეთ
აქ
.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით დარჩენილია 2 ადმინისტრაციული და 1 აკადემიური თანამშრომლის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ტულუზის ეროვნულ პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. შერჩეულმა კანდიდატებმა მონაწილეობა უნდა მიიღონ 2025 წლის 13-17 ოქტომბერს დაგეგმილ Erasmus Days ღონისძიებებში.
აკადემიური მიმართულება: ენერგეტიკა, გარემოსდაცვისა და ციფრული ტექნოლოგიები (საინჟინრო სკოლა
Toulouse INP-ENSEEIHT
); ქიმია, გარემოს დაცვა, მასალათმცოდნეობა, საწარმოო ტექნიკა (საინჟინრო სკოლა
Toulouse INP-ENSIACET (A7)
) და აგრონომია, სურსათი, გარემოს დაცვა, მენეჯმენტი და ენოლოგია (საინჟინრო სკოლა
INP-AgroToulouse
).
კოორდინატორის მითითებით, Erasmus Days ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად ადმინისტრაციული პერსონალისთვის განსაზღვრულია მიზნობრივი ჯგუფი: 2 თანამშრომელი, რომელთა საქმიანობა უკავშირდება ERASMUS+ ინსტიტუციური განვითარების პროექტების მენეჯმენტს.
22/09/2025
სიახლეებში დაბრუნება

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?