National Polytechnic Institute of Toulouse - Toulouse INP
სტუდენტებისთვის
სწავლების ენა
სასწავლო წელი 2025/2026 2025-2026 საგაზაფხულო + 2026-2027 საშემოდგომო

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ტულუზის ეროვნულ პოლიტექნიკურ ინტიტუტში – 2026-27 აკადემიური წლის I სემესტრი (განმეორებითი კონკურსი სტუდენტებისთვის)
ტულუზის ეროვნული პოლიტექნიკური ინტიტუტი (
National Polytechnic Institute of Toulouse – Toulouse INP
) (ტულუზა, საფრანგეთი)
ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში განმეორებით აცხადებს კონკურსს 2026-27 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისთვის.
შერჩევის პროცედურა:
მაგისტრატურის სტუდენტებისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 14.05.26
უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 20.05.26
საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 22.05.26
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ ტულუზის ეროვნული პოლიტექნიკური ინტიტუტის საინჟინრო სკოლაში
Toulouse INP-ENSEEIHT
(ზოგადი მიმართულებები: ენერგეტიკა, გარემოსდაცვისა და ციფრული ტექნოლოგიები) განახორციელონ Erasmus+ მობილობა. დეტალური ინფორმაცია ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამების შესახებ იხილეთ სკოლის
ვებგვერდზე
(ელექტროენერგეტიკული სისტემების სამაგისტრო კურსის გარდა, რომელიც ფრანგულ ენაზე ისწავლება).
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია მაგისტრატურის საფეხურის 1 სტუდენტის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ტულუზის ეროვნული პოლიტექნიკური ინტიტუტის საინჟინრო სკოლაში
Toulouse INP-ENSEEIHT
.
მიმართულებები: იხილეთ
აქ
.
03/05/2026
სიახლეებში დაბრუნება

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?