University of Twente - UT
ადმინისტრაციისთვის
სწავლების ენა
სასწავლო წელი 2025/2026 2025-2026 საგაზაფხულო + 2026-2027 საშემოდგომო

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ტვენტეს უნივერსიტეტში – 2025-26 აკადემიური წელი (თანამშრომლებისთვის)
ტვენტეს უნივერსიტეტი (
University of Twente – UT
) (ტვენტე, ნიდერლანდები) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2025-2026 აკადემიური წლისთვის.
შერჩევის პროცედურა:
აკადემიური პერსონალისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 26.09.25.
უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 30.09.25.
საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 03.10.25.
ტვენტეს უნივერსიტეტში Erasmus+ მობილობასთან დაკავშირებული
სასარგებლო ინფორმაცია და კურსები
იხილეთ
აქ.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 6 აკადემიური თანამშრომლის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ტვენტეს უნივერსიტეტში.
ნომინირებულ კანდიდატებს შეუძლიათ მობილობა განახორციელონ 2025 წლის 24-27 ნოემბერს დაგეგმილ ღონისძიებებში:
თანამშრომელთა დღეები და გამოფენა 2025
. ღონისძიებებში მონაწილოების მისაღებად სტუ-ს მხრიდან ნომინირებულმა კანდიდატებმა
ონლაინრეგისტრაცია
უნდა გაიარონ 2025 წლის 17 ოქტომბრამდე.
მიმართულება: გამოყენებითი ფიზიკა, ფიზიკა, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, სოციალური მეცნიერებები.
12/09/2025
სიახლეებში დაბრუნება

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?