განმორებითი კონკურსი
სტუდენტებისთვის
სწავლების ენა
სასწავლო წელი 2021/2022 საგაზაფხულო

ვალიადოლიდის უნივერსიტეტი (
University of Valladolid – UVa
) (ვალიადოლიდი, ესპანეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში განმეორებით აცხადებს კონკურსს 2021-2022 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის (II სემესტრი).
შერჩევის პროცედურა:
ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის
სტუ-ის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტში საბუთების მიღების ბოლო ვადაა 10.11.21.
შიდასაუნივერსიტეტო ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2021 წლის 12 ნოემბრამდე.
ვალიადოლიდის უნივერსიტეტის ვებგვერდზე სააპლიკაციო განაცხადების ატვირთვის ბოლო ვადა: 15.11.2021.
გასაუბრება სტუ-ს საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2021 წლის 17 ნოემბრამდე.
სტუ-ს სტუდენტებისთვის ვალიადოლიდის უნივერსიტეტში Erasmus+ გაცვლითი პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიმართულებების მიხედვით:
ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის
ჰუმანიტარული სპეციალობები (Himanities)
მეცნიერების ფაკულტეტი (Faculty OF Science)
სატყეო (Forestry)
მაგისტრატურის სტუდენტებისთვის
გარემოსდაცვითი ინჟინერია (Environmental Engineering)
მონაცემთა დამუშავებისა და ანალიზის მეთოდებზე დამყარებული სატყეო მენეჯმენტი (Forest Management based on Data Science)
დოქტორანტურის სტუდენტებს
შეუძლიათ მხოლოდ კვლევის ჩატარება.
შესაბამისი საგანმანათლებლო კურსები იხილეთ
აქ
.
სტუდენტს მოეთხოვება 20 – 30 ECTS კრედიტის დაგროვება ერთი სემესტრის განმავლობაში.
შერჩევის პროცესს სრულად განახორციელებს მიმღები უნივერსიტეტი.
(უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის საფეხურის 1 სტუდენტის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ვალიადოლიდის უნივერსიტეტში. პრიორიტეტულია შემდეგი მიმართულებები: სატყეო, ჰუმანიტარული, ინჟინერია).
სიახლეებში დაბრუნება

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?