Vidzeme University of Applied Sciences – ViA
სტუდენტებისთვის
სწავლების ენა
სასწავლო წელი 2018/2019 საგაზაფხულო

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა ვიძემეს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში – 2018/19 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი
11-09-2018
ვალმიერას ვიძემეს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი (ვალმიერა, ლატვია) (
Vidzeme University of Applied Sciences – ViA
) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2018-2019 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.
შერჩევის პროცედურა
ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის:
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 10.10.2018
შიდა საუნივერსიტეტო ტესტირება უცხოურ ენაში: 11.10.2018
ნომინანტების წარდგენის ბოლო ვადა: 12.10.2018
ონლაინაპლიკაციის
ბოლო ვადა:   15.10.2018
სასწავლო კურსებთან დაკავშირებით, დეტალური ინფორმაცია იხილეთ
აქ
.
შერჩეულმა ნომინანტებმა
რეგისტრაცია უნდა გაიარონ ონლაინრეჟიმშიც
, არა უგვიანეს 2018 წლის 15 ოქტომბრისა.
საერთაშორისო სტუდენტებისთვის სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ
აქ
.
ვალმიერას ვიძემეს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში შერჩეული სტუდენტების მობილობა გათვალისწინებულია ნულოვანი გრანტით (ე.წ. Zero Grant).
სტუდენტს მოეთხოვება მინიმუმ 30 ECTS კრედიტის დაგროვება ერთი სემესტრის განმავლობაში.
შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭებათ აპლიკანტებს, რომლებსაც აქვთ შეფასების მაღალი საშუალო ქულა (GPA) და უცხოური ენის ფლობის შესაბამისი მაღალი დონე (B2).
ერთნაირი მონაცემების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭებათ სოციალურად დაუცველსა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს.
სიახლეებში დაბრუნება

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?